"ბაიერნის" ბოლო ჩატარებულ შეხვედრაში, "დარმშტადტის" წინააღმდეგ კეინმა მარცხენა ფეხის კაფსულაზე დაზიანება მიიღო, რის გამოც ინგლისის ნაკრების ორი ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა.
კეინმა გუშინ განაახლა გუნდთან ერთად ვარჯიში, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა. გამოცემა "kicker"-ის ცნობით, 30 მარტს "დორტმუნდთან" მატჩისთვის ის 100%-ით მზად იქნება.
ინგლისელ ფორვარს "ბაიერნში" ამჟამად 35 მატჩი აქვს ჩატარებული, 37 გოლით და 12 ასისტით.