მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი არასოდეს ერიდებოდა საკამათო კომენტარების გაკეთებას.
ერთ-ერთი ასეთი კომენტარი ჰიონესმა დღეს, გამოცემა "BILD"-თან საუბრისას გააკეთა და დეივისზე თქვა, რომ ის 17 წლის ესპანელ ფეხბურთელს, იამალს ტექნიკურად ვერ ჯობნიდა:
"როგორც იამალი თამაშობს მარჯვნივ და მარცხნივ - ვისურვებდი, რომ ალფონსო დეივისსაც შეეძლოს ამის გაკეთება." - განაცხადა ული ჰიონესმა.