"ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ..." - ჩავიმ განმარტა, თუ რატომ არ შედგა კანსელოს ბარსელონაში ტრანსფერი

"ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ..." - ჩავიმ განმარტა, თუ რატომ არ შედგა კანსელოს ბარსელონაში ტრანსფერი

მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტიდან 6-თვიანი იჯარის წესით პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო დაიმატა, მანჩესტერ სიტი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი ბაიერნისთვის სერიოზული თანხაა.

როგორც კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ჩავის კომენტარიდან ირკვევა, ბაიერნში იჯარამდა კანსელო ბარსელონაში უნდა გადასულიყო და თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე ჩაიშალა.

"იანვარში გვინდოდა ჟოაო კანსელოს ბარსაში დამატება - ის შემოთავაზებული იყო და ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ, მაგრამ მანჩესტერ სიტიმ ეს კლუბის შიგნით განიხილა და შემდეგ გვითხრეს, რომ არ სურდათ ჟოაოს ბარსელონაში გაწევრიანების დაშვება", - განაცხადა ჩავიმ.

ცნობისთვის, მიუნხენის ბაიერნმა ჟოაო კასნელოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდება, რადგან ბაიერნი 70 მილიონის გადასახდელად მზად არ არის, თავის მხრივ, სიტი მზად არის სხვა კლუბებისგან ნებისმიერი სახის შემოთავაზება მოისმინოს.

გადაწყვეტილების შესახებ ბაიერნის ხელმძღვანელობამ კანსელოს უკვე ამცნო.


30-05-2023, 21:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 3 0 3 0
2
ლეროი სანე
გოლი: 3 0 3 0
3
მატის ტელი
გოლი: 3 0 2 0
3
სერჟ გნაბრი
გოლი: 0 0 0 0
4
იოზუა კიმიხი
გოლი: 0 0 0 0
1
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 0 2 2
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 4 2 2 0
2
ტომას მიულერი
ასისტი: 3 2 0 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 1 1 1
5
ლეროი სანე
ასისტი: 3 1 1 1
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0