კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენის ბაიერნში ოფიციალურად დაბრუნდა - ამიერიდან, ის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი იქნება.
რუმენიგეს დაბრუნებაზე ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმაც ისაუბრა:
"მოხარულები ვართ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ის ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი პიროვნებაა და ყველას კარგად მოგეხსენებათ მისი დამსახურებების შესახებ.
მისი გამოცდილება და საერთაშორისო ქსელი ძალიან დაგვეხმარება სამომავლოდ წარმატებების მიღწევაში", - აღნიშნა ჰაინერმა.