"მსგავსი განცხადება კაპიტანს არ შეეფერება", - ოლივერ კანმა ნოიერის კრიტიკას უპასუხა

"მსგავსი განცხადება კაპიტანს არ შეეფერება", - ოლივერ კანმა ნოიერის კრიტიკას უპასუხა

მსოფლიო საფეხბურთო პრესა ბოლო ორი დღის განმავლობაში მანუელ ნოიერის The Athletic-თან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს განიხილავს. 

36 წლის მეკარემ ბაიერნის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა, ამის მთავარი მიზეზი კი გუნდიდან ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლება გახდა, რომელიც მანუს მეგობარი და მეჯვარეა.

ნოიერის ბრალდებებს უპასუხა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა:

"ის, რაც ნოიერმა თქვა ინტერვიუში ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არ ამართლებს მას, როგორც კაპიტანს და არც ბაიერნის ღირებულებებს შეესაბამებოდა. გარდა ამისა, მისი განცხადებები არასწორ დროს იქნა გაკეთებული, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება.

მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, თუმცა საერთდო მიზნები ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. სწორედ ამიტომ, მაშინ სახალხოდ არ გამოვსულვარ, ნოიერი კი პირიქით მოიქცა.

ის პირადად დაზარალდა ამ გადაწყვეტილებით და ეს ფაქტი მხედველობაში უნდა მივიღოთ, ნოიერს ავუხსენით, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვისაც, თუმცა ყველაფერი კლუბის სასიკეთოდ ხდებოდა.

ამ ინტერვიუს ნოიერთან ერთად აუცილებლად განვიხილავთ
", - თქვა კანმა.

გირჩევთ წაიკითხოთ: "წაქცეულზე დამარტყეს" - ნოერმა ბაიერნის ბოსები გააკრიტიკა


4-02-2023, 18:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0