"წაქცეულზე დამარტყეს" - ნოერმა ბაიერნის ბოსები გააკრიტიკა

"წაქცეულზე დამარტყეს" - ნოერმა ბაიერნის ბოსები გააკრიტიკა

მსოფლიო საფეხბურთო პრესა ბოლო ორი დღის განმავლობაში მანუელ ნოიერის The Athletic-თან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს განიხილავს.

რეკორდმაისტერის 36 წლის მეკარემ ტრავმის შემდეგ მედიასთან ასე ღიად და თამამად პირველად ისაუბრა და გერმანული კლუბის ხელმძღვანელების კრიტიკასაც არ მოერიდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაიერნმა მეკარეების მწვრთნელი ტონი ტაპალოვიჩი გაათავისუფლა, რომელიც ნოიერის მეგობარი და მეჯვარე იყო.

"ჩემთვის ეს იყო დარტყმა მაშინ, როცა უკვე წაქცეული ვიყავი. ეს რომ გავიგე ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს გული ამომაგლიჯეს. ეს იყო ყველაზე ბრუტალური რამ ჩემს კარიერაში და მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრი რამე მინახავს.

ის, რაც ახლა მოხდა სულ სხვა ამბავი და დონეა. მეკარეების ჯგუფში ყველანი გაგვანადგურეს, ადამიანები ტიროდნენ!


იმასაც ამბობდნენ, რომ ტაპალოვიჩი იმის გამო გაუშვეს, რომ სამწვრთნელო შტაბიდან ჩუმად ინფორმაციას მაწვიდდა, ეს არის სიცურე, 100%-იანი სიცრუე. ტონის მწვრთნელის დაუკითხავად ჩემამდე ინფორმაცია არ გამოუტანია - საბოლოო ჯამში, რეალურად ვერ გავიგე თუ რატომ გაუშვეს ტაპალოვიჩი და გაუწყვიტეს კონტრაქტი. ითქვა ისეთი რამეები, რასაც არ ვეთანხმები, ვფიქრობ, უმჯობესეი იქნებოდა ერთმანეთში გვესაუბრა და პრობლემები ასე მოგვეგვარებინა.

მიუნხენის ბაიერნში ჩვენი მიზანი და სურვილი ხომ ისაა, რომ სხვანაირები ვიყოთ და ოჯახი გვერქვას? ჩვენი დევიზიც "Mia san mia" ხომ სწორედ ამას გამოხატავს? და უეცრად ხდება რაღაც ისეთი, რისი მსგავსიც ააქამდე არასდროს გადამხდენია.

ეს ყველასთვის სამწუხარო ამბავია - ტალაპოვიჩისთვისაც, გუნდისთვისაც, თანამშრომლებისთვისაც და ყველა მეკარისთვისაც, მათ შორის ჩემთვისაც
", - განაცხადა ნოიერმა.


4-02-2023, 15:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0