ბუნდესლიგის წინა ტურის შეხვედრა, სადაც ბაიერნი სტუმრად ლაიპციგს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა ტომას მიულერმა სათადარიგოთა შემადგენლობიდან დაიწყო და თამაშში მხოლოდ 83-ე წუთზე ჩაერთო.
მოგვიანებით, მიულერის გარშემო არსებულ სიტუაციაზე და უთამაშებლობაზე კომენტარი რეკორდმაისტერის დირექტორმა, საჰან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა:
"მიულერმა იცის სიტუაცია. ეს სავსებით ნორმალურია ბაიერნში. ვინც კარგ ფორმაშია, ის ითამაშებს - ეს არის კარგად თამაშის მთავარი პრინციპი", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.