გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
მომდევნო მატჩს, გერმანიის ნაკრები 27 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს - მოსალოდნელ შეხვედრაზე კი მცირე კომენტარი ტომას მიულერმაც გააკეთა:
"ესპანეთთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასი იქნება და მე ჩვენი ნაკრების მჯერა!", - განაცხადა მიულერმა.