გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრა ლეგენდარულმა გერმანელმა მოთამაშემ, ფილიპ ლამმაც შეაფასა:
"ზოგიერთი რამ უნდა შეიცვალოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სათამაშო ხარისხი კვლავ გვაქვს. ახლა ჩვენ დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ. ესპანეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რომ 1/16 ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გქვონდეს.
ესპანეთ ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც ბურთის ფლობა ძალიან უყვარს, ეს იაპონიასთან გამართული შეხვედრისგან განსხვავებული იქნება", - განაცხადა ლამმა.