გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მარცხის მიზეზზე და გაკეთებულ ცვლილებებზე ჰანს ფლიკმა ისაუბრა:
"მეორე ტაიმში უბრალოდ ახალი ენერგიის შემოტანა გვინდოდა. ტომას მიულერს დიდი ხანია არ უთამაშია, სწორედ ამიტომ შევცვალე ის. დავუშვით ინდივიდუალური შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა, საბოლოო ჯამში ამიტომაც დავმარცხდით", - განაცხადა ფლიკმა.