მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა და ამჟამად გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:
"სწორი იყო თუ არა ყატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი მინიჭება? ამ კითხვაზე პასუხი გაცილებით ადრე უნდა გაცემულიყო - არა! ფაქტია, რომ ყატარშ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, როდესაც საქმე ეხება მდგრადობას, ბევრი რამ არ არის სწორი და ეს აშკარაა", - განაცხადა ფლიკმა.