მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი რობერტ ლევანდოვსკიზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, ამ სეზონში “ბაიერნმა” 2 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
“როგორ მოგვწონს ბაიერნი ლევანდოვსკის გარეშე? ამაზე შედეგები მეტყველებს. გვყავს 6-7 ფეხბურთელი, ვინც შეტევაში მაღალ დონეზე თამაშობს.
ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ კი მათ ორმაგი პასუხისმგებლობა აიღეს, რათა გოლები გაიტანონ”, - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.