ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აინტრახტს" დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერი პირველივე ტაიმში 5:0 იგებდა.
პირველ ნახევარში თავი კიმიხმა, პავარმა, მანემ, მუსიალამ და გნაბრიმ გამოიჩინეს.
მეორე ტაიმში კი შეხვედრას წერტილი მუსიალამ დაუსვა - 6:1.