უკვე დიდი ხანია, კატალონიის "ბარსელონა" პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობს.
"ბარსამ" "ბაიერნს" ამ ტრანსფერზე რამდენიმე შეთავაზება უკვე გაუკეთა, თუმცა უარი მიიღო.
კატალონიელებმა რეკორდმაისტერს უკვე საბოლოო, 50 მილიონი შეთავაზება გაუკეთეს და პასუხის მოლოდინში არიან.
თუ "ბაიერნი" ამ შეთავაზებაზეც უარს იტყვის, ლევანდოვსკი კიდევ ერთი წლით მიუნხენში დარჩება.