რამდენიმე წუთის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე ოფიციალურად წარადგინა.
მანემ რეკორდმაისტერთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ბაიერნში" 2025 წლამდე ითამაშებს.
წარდგენაზე მანესთან ერთად კლუბის ხელმძღვანელები, ჰასან სალიჰამიჯიჩი და ოლივერ კანი იყვნენ.
დღესვე მანე გულშემატკივრის წინაზე "ალიანს არენაზე" წარსდგება.