4 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი დორტმუნდს ესტუმრება.
მატჩამდე ორი დღით ადრე, მიუნხენელთა ფრანგმა მცველმა, ლუკას ერნანდესმა აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა:
'ამ მომენტისთვის, გუნდი ფიზიკურად და ტაქტიკურად ინტენსიურად ვვარჯიშობთ. ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში ვართ და ძალიან კარგი გუნდი გვყავს.
რა თქმა უნდა, დორტმუნდში მოსაგებად მივდივართ, რათა გავიმარჯვოთ და ცხრილის სათავეში შევინარჩუნოთ ადგილი', - განაცხადა ერნანდესმა.