მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ, ინსტაგრამ ლაივის საშუალებით, ოქროს ბურთი 2021-ის დაჯილდოებაზე ისაურბა და რობერტ ლევანდოვსკი გაამხნევა:
'ლევანდოვსკი საუკეთესო იყო გასულ წელსაც და ახლაც, მან უფრო მეტი გააკეთა ვიდრე მესიმ, ეს თავად ლეომაც კი აღნიშნა, რომ ლევანოდვსკი წინა სეზონში ოქროს ბურთს იმსახურებდა - მაშ რას იტყვი ლეო ამ წელზე?
რობერტ გითანაგრძნობ, შენ კვლავ გაგქურდეს, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მიხვდება ჩემს სათქმელს.'