მილანის შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ოქროს ბურთ 2021-ის დაჯილდოებაზე ისაუბრა:
'რონალდოც და მესიც ორივენი დიდებული ფეხბურთელები არიან - მე პირადად მესი მირჩევნია, რადგან ერთად ვთამაშობდით, თუმცა წელს ოქროს ბურთს რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა', - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.