მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა შემტევმა, ტომას მიულერმა მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩსზე და ზოგადად, ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
'ჩემპიონთა ლიგის თასი ისევ მიუნხენში უნდა ჩამოვიტანოთ. ახლა სწორედ ეს არი ჩემი უდიდესი მოტივაცია, მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რა შეუძლია გერმანულ ფეხბურთს!
ყველაფრის დასამტკიცებლად მომდევნო შანსი მომავალ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან მატჩში მოგვეცემა. თქვენ ძალიან მოტივირებულ ბაიერნს იხილავთ!', - განაცხადა მიულერმა.