გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლისაბონის სპორტინგმა დორტმუნდს უმასპინძლდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
პორტუგალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, მერვედფინალში ბაიერნთან შესაძლო დაპირისპირებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
'ვილოცებ. სხვაგვარად, როცა ბაიერნს ხვდები, მეტის გაკეთება უბრალოდ არ შეგიძლია', - განაცხადა ამორიმ.