6 აგვისტოს მიუნხენის "ბაიერნი" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. გუნდი სათასო შეხვედრაში ბრემენის "ბრემერს" ესტუმრება.
"რეკორდმაისტერი" სეზონის სტარტს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელით ხვდება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრამდე ვერ დაბრუნდებიან ლუკას ერნანდესი და ალფონსო დეივისი. ასევე ტრავმირებულები არიან მარკ როკა და კორენტინ ტოლისო.
დღეს დაშავებულთა სიას ლეონ გორეცკაც შეუერთდა. გერმანელმა ვარჯიშის დროს ბენჟამინ პავართან საჰაერო ორთაბრძოლისას მიიღო დაზიანება. გორეცკა მუხლზე იკიდებდა ხელს.
საბედნიეროდ, ფეხბურთელმა მალევე შეძლო ვარჯიშის განახლება, თუმცა ინდივიდუალურად ჩაამთავრა სესია.
ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია გორეცკას დაზიანება.